ხაშურში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. AMBEBI.GEს ინფორმაციით, ბრალდებული 30 წლის ირაკლი დეკანოიძეა, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს. AMBEBI.GEმ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ფოტოც მოიპოვა. ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ნათია გოგალაძეა, რომელიც ასევე 30 წლამდე ასაკისაა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავდაპირველად ყოფილი ცოლის სამუშაო ადგილას ხელყუმბარა შეაგდო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შემდეგ კი ტერიტორიაზე შეიჭრა და დაზიანებები მიაყენა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით. ყოფილ ცოლქმარს ორი შვილი ჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი შვილების გამო მოხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.