ხაშურის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 33 წლის ქალი შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული 6 ჭრილობა აღენიშნება. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ახლობლები აცხადებენ, ქალს აღნიშნული დაზიანებები დანით ქმარმა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი უკვე დააკავა. ის ჩადენი დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.