ხაშურში, კავშირგაბმულობის ძველ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მათივე ინფორმაციით, დაიწვა 150 კვადრატული მეტრი ფართობი.