ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე, დღეს ისტორიული ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველს აკურთხებენ. როგორც სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) განაცხადა, ტაძრის საძირკველს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აკურთხებს, რის შემდეგაც სავედრებელი პარაკლისი შესრულდება. ტაძრის კურთხევას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. მეუფის თქმით, ტაძარი აღდგომის სახელობის იქნება და მას ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულზე აკურთხებენ.