ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება. E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,8 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მილიონ ლარს შეადგენს.