ეს გიგანტური ხარ, რომლის რქების სიგრძეც 323,74 სმ-ია, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 7 წლის პონჩო ტეხასური გრძელრქრიანების სახეობას მიეკუთვნება. მან წინა რეკორდსმენი ხარის შედეგი 2,5 სმ-ით გააუმჯობესა.პონჩო ალაბამას შტატში ჰუდუოტერეს ფერმაში ცხოვრობს. პოუპების ოჯახში ხარი 6 თვის ასაკში მოხვდა. " პონჩოს რქები ყველას აოცებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ მას გამორჩეულად აღიქვამენ", - ამბობს ხარის პატრონი.ოუპების ოჯახმა ფერმის ცხოველის რეკორდული პოტენციალი პირველად 4 წლის ასაკში შეამჩნია - მისი რქები გვერდებში იზრდებოდა და არა ზევით, ეს ნიშნავდა, რომ რქებს გაზრდის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი ჰქონდა.პონჩო ნაზი გოლიათია, რომელსაც უყვარს ვაშლი, სტაფილო და ზეფირი."უკვე რამდენიმე წელია გიგსნტური ხარის სანახავად ფერმაში ასობით ადამიანი ჩამოდის. სტუმრები დიდი ინტერესით აკვირდებიან, თუ როგორ იკვებება პონჩო სტაფილოთი და ვაშლით, ასევე - სხვადასხვა ტკბილეულით, რომლის წყალობითაც ის გადაიქცა უზარმაზარ ფერმის ცხოველად.