შვედეთის ალსვენსკანის 22-ე ტურში გიორგი ხარაიშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. გიოტბორგი სუნდსვალს ესტუმრა და მარტივად 2-0 დაამარცხა. ქართველმა მატჩში ანგარიშის გახსნა შეძლო და ეს 38-ე წუთზე გააკეთა. ხარაიშვილმა ზედიზედ მეორე ტურში შეძლო გატანა, ხოლო მთლიანობაში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 თამაშში 5 გოლი დაუგროვდა. ამასთან, 7 საგოლე პასიც აქვს გაფორმებული. "გიოტებორგს" 22 ტურის შემდეგ 41 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მეხუთე საფეხურზე იმყოფება.