თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის გამო ხარაგაულის რაიონში რამდენიმე ადამიანის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება. როგორც ცნობილია, ,,საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“. პროექტის მიზანია უღელტეხილის მონაკვეთზე
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება.