იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სატვირთო ავტომობილი ადგილზე დაილუქა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.