ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის მოსახლეობა მოხსნილ სოციალურ დახმარებას აპროტესტებს. ევროპული საქართველოს ლიდერთან დავით ბაქრაძესთან და ხარაგაულის მერობის კანდიდატთან ადგილობრივები ყვებიან , რომ დღემდე ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე თუ რატომ გაუუქმდა ფინანსური დახმარება სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს. მოსახლეობა ასევე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც აკეთებენ აქცენტს და სოფელში გზების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ.