ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თოფურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც თოფურიძე აღნიშნავს, თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად, რჩება „ქართული ოცნების" გუნდში, აგრძელებს მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ეცდება ხარაგაულელებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს.
ამასთან, როგორც ყოფილი მერი აღნიშნავს, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა მიღებული, თუმცა გუბერნატორის და გუნდის თხოვნით თანამდებობაზე რჩებოდა, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა.
ხარაგაულის მერის მოვალეობას, ნიკოლოზ თოფურიძის მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.