02:26
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ამოხსნილია? - გაიგეთ, რას ჭამენ ქალაქში, რომლის მცხოვრებლები 110 წელს გადაცილებულები არიან
23-05-2017

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, იტალიურ პროვინცია სალერნოსთან, პატარა ქალაქი აჩაროლი არსებობს, რომელიც ტურისტებს ძირითადად სუფთა სანაპიროების გამო იზიდავს. პლაჟების ხარისხით ქალაქს პრესტიჟული ჯილდო, "ცისფერი ალამიც" კი გადაეცა. თუმცა, მეცნიერების ინტერესის სფეროს მრავალწლიანობის ფენომენი წარმოადგენს: რამდენიმე ათასი ადამიანიდან, რომელიც აჩაროლიში ცხოვრობს 20% 110 წელს მიტანებული და გადაცილებულია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ამოცანა გადაუჭრელი იმიტომ ხდება, რომ აჩაროლის მცხოვრებლები ჯანმრთელ ცხოვრების წესს არ მიყვებიან. მათი უმეტესობა ეწევა და ზედმეტი წონაც აქვს. გარდა ამისა,სპორტი იქ პოპულარული არ არის.
ამასთან, კარგი დღეგრძელობა მხოლოდ ეკოლოგიასა და გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ მიეწერება: იტალიის ბევრ რეგიონშია მსგავსი ზღვის ჰაერი.

წლებია მედიკოსები ქალაქის მცხოვრებლების დნმ-ს იკვლევენ. თუმცა, მკვლევარებმა მცირე ხელჩასაჭიდი მაინც იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, საკვების მომზადების დროს, ქალაქის მოსახლეობა ჩვეულებრივ როზმარინს იყენებს, ხოლო პოპულარობის მიხედვით, რიგით მეორე ადგილს ანჩოუსი იკავებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები