ისანში, მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლისა და დამწვარი კომერციული ობიექტების დათვალიერების საშუალება მიეცათ. მანამდე კი დაზარალებულებსა და ბაზრობის მფლობელი კომპანიის ,,ტრანსერვისის" დირექტორ ბექა მახარაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დირექციის შენობაში ხმამაღალი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. გენერალური დირექტორის, ბექა მახარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ბაზრობაზე ხანძარი პირველად არ მომხდარა და მსგავსი ფაქტი 2015 წელსაც იყო. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი პასუხისმგებლობას ბაზრობის ადმინისტრაციას აკისრებს. იხილეთ: ხმაური და დაპირისპირება ისნის ბაზრობის დირექციასთაბ შეხვედრაზე - რას აცხადებს "ტრანსერვისის" დირექტორი ბექა მახარაძე?
გადამწვარი "დაშლილები" - განადგურებული ისნის ბაზრობის კადრები ხანძრის მეორე დღეს