ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილმა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა. დაზარალებულები ამ გზით ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მისვლას და ინფორმაციის მიღებას მოითხოვდნენ. მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათ მოვაჭრეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს.
მოვაჭრეები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან და ზარალს ითვლიან. ისინი ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურების მხრივ დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზციის წარმომადგენლები. ისინი ეჭვობენ, რომ ხანძარი ბაზრობაზე განგებ არის გაჩენილი.