10:10
22 სექტემბერი, 2017, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს უწყებრივი მედლები და 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემია გადაეცათ
14-09-2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირებს შესაბამისი უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ. ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში 1374 ჯარისკაცი. 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს, საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა და მადლობის სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა.

AutoPlay
მგზავრების ევაკუაცია ათათუქრის აეროპორტში - კერძო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ზესტაფონში პოლიციის ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ფონიჭალაში სამართალდამცველები მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარეს - დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ხანძარი სამხედრო პოლიგონზე - ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლის 6 კერა იყო, აუფეთქებელი ჭურვებია
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კვალიფიკაციის ნაწილში, გაასაჩივრებს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
LIVE: მორიგი სპეცოპერაცია ფონიჭალაში
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები