ძლიერი ხანძარი თბილისის ცენტრში - ცეცხლი საბჭოს მოედანთან, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო ბრიგადა და პოლიცია. დაშავებულებისა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯერ უცნობია ხანძრის გამომწვევუი მიზეზი.
კლდიაშვილის ქუჩაზე დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია მივიდა. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.ასევე იხილეთ: