სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფელ დაბას 2 ფერდობი აქვს გარშემორტყმული, საიდანაც ერთ ფერდობზე ხანძარია, მეორეზე კი ძლიერი დაკვამლიანება.ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს. ისინი საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად ემზადებიან.