იმ ხანძრებისა და ვითარების ფონზე, რაც საქართველოში ხდება , ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საქმე დივერსიულ აქტთან გვაქვს- ამის შესახებ ევროპელი დემოკრატების ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადა. დავითაიამ წარმოადგინა მტკიცებულებებიც, კერძოდ: "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა, 3 აგვისტოს, ცხინვალის უშიშროების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება გაიხსენა, სადაც საუბარია, რომ საქართველოში მალე დიდი ხანძრები იქნება.დავითაია საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, მურატ ჯიოევის მიერ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიებად აიწყოს.შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელი მურატ ჯიოევი რადიო „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ე.წ. საზღვართან თხრილების გავლების მიზეზებსა და აუცილებლობაზე საუბრობს. ჯიოევი ამბობს, რომ თხრილების გავლების აუცილებლობა იმის გამო დადგა, რომ ქართულ მხარეს ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლი ცხინვალის მხარეს არ გადავიდეს.