თბილისში, მაზნიაშვილის ქ. 29-ში ხანძრის შედეგად დაახლოებით 80 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი დაიწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, მაზნიაშვილის ქ. 29-ში ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ცეცხლი 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, მეორე სართულზე - 20 კვ.მ დაიწვა. ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს და ხანძარი ლოკალიზებულია.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.