სოფელ დიკლოს მიმდებარედ, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განუცხადა, სახანძრო სამაშველო ჯგუფები ადგილზე ამ დროისთვისაც მუშაობენ. "აღნიშნული კერა ამ ქედზე რამდენიმე დღის წინაც იყო და მისი ლიკვიდაცია მოხერხდა, თუმცა დღეს კვლავ გააქტიურდა. ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვითარება სტაბილურია და აღნიშნული კერის სალიკვიდაციო სამუშაოები მალე დასრულდება" , - განაცხადა კახოიძემ.