თოდუას კლინიკაში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ხანძარი კლინიკის სათავსოში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.