ძლიერი ხანძარი თბილისში - ცეცხლი მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავს მოედო. ხანძარი 200 კვ.მ ფართობზე გავრცელდა.ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.