ხანძარი თბილისში მსხვერპლით დასრულდა - ცეცლი კიევის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. უბედურ შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ის იორდანიის მოქალაქე იყო. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულსა და სახურავს მოედო. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები რამდენიმე საათი გრძელდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ქუჩაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.