თბილისში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შენობაში სამშენებლო მასალას, პენოპლასტს ცეცხლი გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.