ხანძარი თბილისში - დიდუბეში ცეცხლი ყოფილი კიროვის ქარხანას გაუჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაც იყო. ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი ლეიბებისა და ლამინატის საწყობებში გავრცელდა. დამწვარია 400 კვადრატული მეტრი ფართობი.ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.