სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლს ცეცხლი გაუჩნდა.კულტურის სახლის შენობაში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა და რამდენიმე ოფისი იყო განთავსებული. ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი 600 კვ.მ-მდე ფართს მოედო. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და საგარეჯოს სახანძრო ეკიპაჟები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენის დაზიანება გახდა.