საქნავთობის დასახლებაში ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ ფართობი.მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.