რუსთავში წიწილების ინკუბატორი დაიწვარუსთავში, წუხელ გვიან ღამე, მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა 3 000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი.
ძლიერი ხანძრის გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლსა და სათავსოზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.