ხანძარი რუსთავში - ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე ე.წ. საშრობში გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობში მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ კორპუსს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.