ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ინციდენტის მომენტში, სავარაუდოდ, არავინ იმყოფებოდა. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, შენობა არ ფუნქციონირებს და ის დაკეტილი იყო. შესაბამისად, მათი ვარაუდით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას 12 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა ცდილობდა.
იხილეთ: პირველი კადრები ადგილიდან: ხანძარი ყოფილი "მიხაილოვის საავადმყოფოს" შენობაში