მოსკოვში, ახალი არბატის ქუჩაზე მდებარე 27-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, შენობაში სასტუმრო მდებარეობს, რომელშიც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლი 200 კვადრატული მეტრს მოედო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძროს, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, მეხანძრეებმა 26 მუშის ევაკუაცია განხორციელს. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები.