მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია. ცეცხლი მონასტრის კელიაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. როგორც პალიტრანიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობენ.ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.