ლოპოტას ტბასთან ხის კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა ყვარელში, ლოპოტას ტბასთან ხის კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხის კოტეჯში ხანძარი 150 კვადრატურლ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა იყო გასული. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.