ლაგოდეხში ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ხუთი სამაშველო ბრიგადა და სამი ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა. დამწვარი ტერიტორია 5 ჰექტარს შეადგენს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობა გახდა.