ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისწყაროში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი, ვინაიდან ხანძარი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული.