ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, შენობას სადაც თეატრალური საზოგადოების ოფისია განთავსებული, ხანძარი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურის ექვსი ეკიპაჟი, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.