ხანძარი კახეთში. შემთხვევა ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში მოხდა. მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს შენობაში 80 წლის ქალი იმყოფებოდა. მაშველებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ხანძრის გამომწვევ, სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტროგაყვანილობა სახელდება. ახმეტის გამგებლის თქმით, დაზარალებულ ოჯახს გამგეობა სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.