გერმანიის ქალაქ ჰეფელჰოფში, მიგრანტთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, ცეცხლმა შენობის შიდა ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძროს 110 თანამშრომელი, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია, ხანძრის გამომწვევის მიზეზების შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. მიგრანტთა ცენტრი, რომელიც წარსულში სამხედრო ყაზარმა იყო, 900 ადამიანზეა გათვლილი, ამ დროისთვის თავშესაფარში 500 მიგრანტი იმყოფებოდა.