ბათუმში ლერმონტოვის 107 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი 13 კვადრატულ ფართს მოედო. ხანძარი ლიკვიდირებულია, საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.