ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთასა და თუშეთში, სოფელ ხახაბოში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ჯუთაში ცეცხლი ბალახს უკიდია და იქ 10-მდე მეხანძრე-მაშველი ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს. რაც შეეხება სოფელ ხახაბოს, სააგენტოს პრესამსახურის ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე გავიდნენ. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას თავზეც დაკვამლიანებაა. ადგილზე გაემართნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ეს დღეს უკვე ხანძრის მეოთხე შემთხვევაა.