მსოფლიოში იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელმაც 100 წელს მიაღწია, რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. 2019 წელს ასეთ იუბილართა რაოდენობამ 533 ათას ადამიანს გადააჭარბა. 21-ე საუკუნის დასაწყისთან შედარებით 100 წელს მიღწეულთა რაოდენობა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა: 2000 წელს ასეთი 151 ათასამდე ადამიანი იყო, მათგან 80% ქალი. გარდა ამისა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის ზრდა შესამჩნევია მსოფლიო მოსახლეობის კონტექსტშიც. 2000 წელს ერთ მილიონ ადამიანზე 25 ას წელზე მეტი ხნის ადამიანი მოდიოდა, 2019 წელს მაჩვენებელი უკვე 69 ადამიანია.