03:04
13 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ხანდაზმულ ადამიანს ტვინის სტიმულაციამ მეხსიერება დაუბრუნა - რას მიაგნეს მეცნიერებმა?
20-06-2019

ამერიკის კოგნიტიური ნევროლოგიისა და ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში 64-80 წლის ასაკის 15 ადამიანი მონაწილეობდა. თითოეულ მათგანს აღენიშნებოდა მათი ასაკის შესაბამისი მეხსიერების გაუარესება. თავდაპირველად მეცნიერები ფუნქციური მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდის საშუალებით ადგენდნენ თითოეული მოხალისეს ჰიპოკამპის მდებარეობასა და აქტივობის ხარისხს.

ჰიპოკამპი ტვინის მეხსიერებაზე პასუხისმგებელი რეგიონია. ასაკის მატებასთან ერთად ჰიპოკამპის მოცულობა მცირდება, რასაც უკავშირდება მეხსიერების გაურესება.

მეცნიერება მიაგენს სტიმულაციის ინდივიდუალურ წერტილს - ტვინის ტერმინალური წილის უბანს, რომელიც ნეირონული ქსელით უკავშირდება ჰიპოკამპს. რადგანაც ჰიპოკამპი ძალიან ღრმადაა განთავსებული, მისი უშუალო ელექტრომაგნიტური სტიმულაცია შეუძლებელია. სტიმულაციის წერტილი მდებარეობს მარცხენა ყურის უკანა ზემო ნაწილში და თითოეულ ადამიანში მისი მდებარეობა მცირედით განსხვავებულია.

შემდგომ ეტაპზე მოხალისეებმა გაიარეს მეხსიერების ტესტი. შედარებით ახალგაზრდებმა დააგროვეს 55 ქულა, ხოლო ხანდაზმულებმა 40 ქულაზე ნაკლები. ამის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში დღეში 20 წუთი მონაწილეების ჰიპოკამპზე ზემოქმედებდნენ მაღალტალღური ელექტრომაგნიტური იმპულსებით (ამ მეთოდს უწოდეს ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია).

ბოლო სეანსიდან მეორე დღეს მონაწილეებმა ისევ გაიარეს მეხსიერების ტესტი. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების შედეგებს შორის სხვაობა არ აღინიშნებოდა.

ფუნქციურმა მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ სტიმულაციით გაიზარდა ჰიპოკამპის ნეირონების აქტივობა, რამაც მის ფუნქციაზე დადებითად იმოქმედა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად ხანგრძილვია აღნიშნული ეფექტი.

AutoPlay
თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები ავერსის კლინიკაში
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
"Losalt/ლოსალტი" - მარილის ჯანსაღი ალტერნატივა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ახალმა კვლევამ უარყო, რომ სოციალური ქსელები სხვადასხვა დაავადებას იწვევს
05-11-2019
Uriage - უნიკალური თერმული და სამკურნალო წყალი 200-წლიანი ისტორიით ფრანგული ალპებიდან საქართველოშია
05-11-2019
ჯანმრთელობის რა პრობლემებს ქმნის მჯდომარე ცხოვრების წესი - ვენების გაგანიერება გავრცელების მხრივ მსოფლიოში მეორეა
05-11-2019
კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნე - დაავადებები, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს აწუხებს
05-11-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები