ჩვენ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რათა წარმოგვედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა - საქართველო, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორია აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების მეღვინეობის ციტადელში - ბორდოში ჩატარება საქართველოსთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.