ვირუსების სეზონზე ცხელი ჩაი თაფლით, ლიმონით და ჟოლოს მურაბით ყველაზე აქტუალური ხდება. ჩაი სითხეა და გამომდიანრე იქიდან, რომ ვირუსის დროს ექიმები ბევრი სითხის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, მისი მიღება კარგია, ისევე როგორც სხვა სითხეების. რაც შეეხება თაფლს, ლიმონს და ჟოლოს, მათი მიღებისას გარკვეული წესებია გასათვალისწინებელი. თაფლი სასარგებლო პრდოდუქტია, თუმცა მას აქვს უარყოფითი მხარეც, ის ძირითადად შედგება ნახშირწყლებისგან, მასში ბევრი შაქარია და მისი მიღებისას მნიშვნელოვანია დოზის დაცვა, რადგან ბევრი შაქარი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. დიაბეტიანი პაციენტებისთვის კი თაფლის მიღება საერთოდ იკრძალება. ვიტამინების დიდი ნაწილი რომელიც თაფლშია, ცხელ წყალში მოთავსების შემდეგ ნეიტრალდება, ანუ თუ თქვენ თაფლს მისი სასარგებლო თვისებების გამო იღებთ, არ უნდა დაასხათ მას ცხელი წყალი, ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, თაფლი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური. ვირუსების სეზონზე იმუნიტეტის გასაძლიერებლად ბევრი ხალხურ მეთოდებს მიმართავს, მაგალითად უზმოზე ნიორს მიირთმევს, ან ცხვირში ხახვის წვენის წვეთებს ისხამს. ნიორს, ისევე როგორც ხახვს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, მასში შემავალი ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების, ასევე სხვადასხვა ნივთიერების წყალობით, თუმცა ხახვის მსგავსად, ნიორის მიღებამდეც უმნიშვნელოვანესია რამდენიმე ფაქტორის გათვალიწინება. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, ნიორის შემადგენლობაში შედის გოგირდწყალბადი.
იხილეთ გადაცემა სრულად