სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრობის" რიგით მეშვიდე ყრილობა მიმდინარეობს. რეგისტრაცია 7 ათასზე მეტმა დელეგატმა გაიარა, გარადა ამისა ყრილობას მოწვეული სტუმრებიც ესწრებიან. პარტიის რიგით მე-7 ყრილობაზე იგეგმება ცვლილებების შეტანა წესდებაშიც და შედეგად, რამდენიმე პარტიული თანამდებობის გაუქმება. უკვე ცნობილია, რომ პარტიის ლიდერად კვლავ მიხეილ სააკაშვილი, გენერალურ მდივნად კი ვანო მერაბიშვილი რჩება. უკვე ცნობილია ასევე რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე ეყოლება და მას ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ. საპარლამენტო ფრაქციას კი რომან გოცირიძე. ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს აირჩევენ. დარბაზში დამონტაჟებულია ბანერები წარწერებით - "ხალხმა დაიბრუნა ნაციონალური მოძღაობა" და "ბრძოლა გამარჯვებამდე".