"ხალიკ ბანკი საქართველომ" კლინეტთა სტიმულირების 3-თვიანი აქციის გამარჯვებულები გამოავლინა. აქციის მიზანი ყველაზე მეტი საბარათე გადახდის მიმღები სავაჭრო ობიექტების გამოვლენა იყო. iPhone 7; iPad და watch2pay - ამ პრიზებით "ხალიკ ბანკმა" აქციაში ჩართული ის კომპანიები დააჯილდოვა, რომლებმაც 3 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი საბარათე გადახდა განახორციელეს.
კომპანიის წარმოამდგენლების თქმით, ხალიკ ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას და კლიენტებისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას მომავალშიც აპირებს. "ხალიკ ბანკი საქართველო" სავაჭრო ობიექტებს ემსახურება როგორც ფიზიკური გადახდების, ისე ონლაინ გადახდების მიღების კუთხით. კერძოდ კი, სავაჭრო ობიექტებს აქვთ თავისი პროდუქციის პირდაპირ მობილური აპლიკაციით გაყიდვის საშუალება, რომელშიც ჩაშენებულია ონლაინ გადახდა. რეგისტრირებულ კლიენტებს კი ბარათის მონაცემების განმეორებით შეყვანის გარეშე მარტივად და სწრაფად შეუძლიათ განახორციელონ გადახდები.