"ხალიკ ბანკი საქართველო"-მ უნაღდო ანგარიშსწორების სტიმულირების აქციის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა. გამარჯვებულებს ერთი თვის ხელფასი და MasterCard-ის საგადახდო საათი watch2pay, ბანკის ახლადგახსნილ ფილიალში გადაეცათ. "MasterCard Watch2Pay" მომხმარებელს საშუალებას აძლევს ანგარიშსწორება განახორციელოს უკონტაქტოდ -მაჯის საათის მეშვეობით. საათი აღჭურვილია პერსონალიზებული საბანკო ბარათით და მისი შეძენა კლიენტებს ხალიკ ბანკის ფილიალებში შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ხალიკ ბანკი უნაღდო ანგარიშსწორების სტიმულირების აქციას ისევ აგრძელებსსინქრონი დირექტორი და გამარჯვებულები“ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სტაბილურობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი „Halyk“-ის ძლიერ და სტაბილურად განვითრებად ფინანსურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც საქმიანობს ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიგეთში, რუსეთსა და საქართველოში. “ხალიკ ბანკი“ მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. კერძოდ კი: საცალო/ბიზნეს დაკრედიტება, საბანკო საგადახდო ბარათები, ექვაირინგი, საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება, ფულადი გადარიცხვები, დისტანციური მომსახურება და სხვასინქრონი