რეგიონის ქვეყნებს შორის, ხახვის ფასი მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში შემცირდა. ამის შესახებ East fruit-ის ექსპერტების მიერ ჩატარებულ, ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 5 ივლისამდე ხახვის სიძვირით საქართველო ლიდერი იყო, თუმცა თვის შუა რიცხვებში 1 კილოგრამის ფასი 61 ცენტიდან 46 ცენტამდე შემცირდა.
ამასთან, პროდუქტის ღირებულება 7%-ით შემცირდა რუსეთშიც და 1 კილოგრამი ხახვი ფასი 38 ცენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პროდუქტის მაღალ ფასით პოლონეთი ლიდერობს, სადაც ხახვის ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 58 ცენტია. პოლონეთის გარდა, პროდუქტის ფასი არ შეცვლილა უზბეკეთსა და უკრაინაშიც, სადაც ხახვის ფასი - 29 ცენტს შეადგენს.
ამასთან, პროდუქტი გაძვირდა ტაჯიკეთსა და მოლდოვაში. კერძოდ, ტაჯიკეთში ხახვის ფასი - 23 ცენტიდან 26 ცენტამდე, ხოლო მოლდოვაში - 28 ცენტიდან 34 ცენტამდე გაიზარდა.