ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს. ამას მისი შემადგენლობის თავისებურებები განაპირობებს. ხახვი, ისევე, როგორც ნიორი, მდიდარია გოგირდშემცველი ნაერთებით, რომელიც მას ანიჭებს მძაფრ არომატს და სასარგებლო ეფექტებს. ხახვი შეიცავს ალილ სულფიდების ფართო სპექტრს, სულფოქსიდებსა და პოლიფენოლებს. არსებობს დაავადებების რამოდენიმე ჯგუფი, რომლის დროსაც ხახვის გამოყენება მაქსიმალური სარგებელის მომტანია.
ხახვში არსებული გოგირდის შენაერთებს ახასიათებს ანტიკოაგულანტური ეფექტი. ისევე, როგორც ნიორს, ხახვსაც გააჩნია ჰიპოლიპიდემიური თვისება. ხახვი ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს, ამიტომ იგი შეიძლება კლიმაქტერული ასაკის ქალებისთვის „არჩევით ბოსტნეულად“ იქცეს. ხახვის ყოველდღიური მიღებით მოტეხილობების რისკი ქვეითდება. გოგირდის შემცველი ნაერთების მაღალი კონცენტრაცია სასარგებლოა შემაერთებელი ქსოვილისთვისაც. ჰიალურონის მჟავის გარდა, ყველა გლიკოზამინოგლიკანი შეიცავს გოგირდს.
ონიონინი - ხახვში არსებული უნიკალური გოგირდშემცველი ნაერთია. ის თრგუნავს არასასურველი, ანთებითი რეაქციის ინიციატორების აქტივობას. ანტიოქსიდანტ კვერცეტინსაც ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. არაერთხელ დამტკიცდა, რომ ხახვის მიღება ამცირებს ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების რისკს. გოგირდის შემცველი ნაერთებისა და ფლავანოიდ კვერცეტინის გამო ხახვს გააჩნია მძლავრი ანტიბაქტერიული დამცველობითი უნარიც.