East fruit-ის ექსპერტების შეფასებით, აპრილის 1-ელ ნახევარში ხახვის ღირებულება, რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში, რეკორდულად გაიზარდა. თუმცა, პროდუქტის ფასი რუსეთში შედარებით დაეცა. ხახვის სიძვირით ლიდერი ქვეყანა უკრაინაა, სადაც პროდუქტის ღირებულებამ 30%-ით მოიმატა და 1 კილოგრამზე - 82 ცენტი გახდა. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც ხახვი 10%-ით გაძვირდა და 1კილოგრამი პროდუქტის ფასმა 70 ცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოს, აქ პროდუქტის ღირებულება აპრილის 1-ელ ნახევარში 1 კილოგრამი ხახვის ფასი 56 ცენტი გახდა. რაც შეეხება მთლიანად აპრილის მაჩვენებელს, ხახვის ფასი საქართველოში 36%-ით არის გაზრდილი.